logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ქარცივაძე: დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია
- +

14 თებერვალი. 2018. 14:01



ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გადაწყვეტილება დღეს რაც ამ პაციენტთან დაკავშირებით და ეს სხვებსაც ეხება, იყო მიღებული, გამომდინარეობს პაციენტის მდგომარეობიდან. პრიორიტეტულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დღეების განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გონზეა, კონტაქტურია და ადეკვატურია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია, ის დელიკატური საკითხი და ემოციური ფონი, რაც შესაძლოა დაღუპული შვილის განხილვის ამბავს ახლდეს, ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვართ, კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთან, მეგობრებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ყველანაირად მზად ვართ, რომ ჯანმრთელობის საფრთხე არ შეიქმნას. გადაყვანის რეკომენდაცია ჩვენგან არ გამომდინარეობს, ეს სურვილი მომდინარეობს ოჯახიდან. ყველა სახის ქმედება რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის. შესაძლოა, გადაყვანას ხელს უწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ უფრო დამშვიდებულები ვიქნებოდით, ეს საჭირო რომ არ ყოფილიყო, თუმცა ამის ობიექტური საჭიროება არსებობს და აქედან გამომდინარეობს, რომ ექიმების მეთვალყურეობა გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.


 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner