logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ქარცივაძე: პენიტენციური დაწესებულების პერსონალმა ოპერატიულად და ადექვატურად მიიღო გადაწყვეტილებები
- +

14 თებერვალი. 2018. 14:54


 

„როგორც ჩანს, პენიტენციური დაწესებულების პერსონალმა ოპერატიულად და ადექვატურად მიიღო გადაწყვეტილებები, რადგან მსჯავრდებული ჩ.ნ. კლინიკაში ცოცხალი მოიყვანეს", -  ამის შესახებ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან  განუცხადა.


ექიმის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პენიტენციური დაწესებულებიდან პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით  მიიყვანეს. 

 

„მას დაზიანებული აქვს საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც ზოგჯერ რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სასიკვდილო შედეგი დადგეს. როგორც ჩანს ოპერატიულად და ადექვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან პაციენტი ჩვენს კლინიკამდე ასე ვთქვათ ცოცხალი მოიყვანეს", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

 

 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner