logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილი კლინიკიდან შვილის პანაშვიდზე წაიყვანეს
- +

14 თებერვალი. 2018. 15:40



დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანიმობილით, ბაგრატიონის ქუჩაზე იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მისი შვილის ცხედარი ასვენია. მანამდე კი, კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერო პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.


შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილმა ამ დრომდე არ იცოდა ვაჟის გარდაცვალების ამბავი. როგორც დღეს ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ასევე ექიმის თქმით, დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში დღეს კვლავ დააბრუნებენ, ვინაიდან მკურნალობის პროცესი დასრულებული არ არის.






 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner