logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: მოსახლეობამ თავი დააღწია „სითი პარკთან“ გაფორმებულ კაბალურ ხელშეკრულებას
- +

13 მარტი. 2018. 11:55



„მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს კახა კალაძეს იმისთვის, რომ მან მოძებნა შესაბამისი რესურსი და შეწყვიტა „სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილება „სითი პარკთან" ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.


„ხსენებული ხელშეკრულება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მიერ დატოვებულ კიდევ ერთ ნეგატიურ მემკვიდრეობას წარმოადგენდა და საბედნიეროდ, მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობამ და თბილისის სტუმრებმა თავი დააღწიეს კაბალურ ვალდებულებებს. გამოვთქვამ იმედს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა გადაწყდება სამართლიანი და დედაქალაქელებისთვის მისაღები, რაციონალური რეგულაციების დაწესებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დედაქალაქის განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner