logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: შესაძლოა, „სითი პარკს“ პასუხისმგებლობა დაეკისროს
- +

13 მარტი. 2018. 13:08



თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით,  კომპანია „სითი პარკს", შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს.


„საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. გარკვეულწილად გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, რადგან უწყვეტად განხორციელდება ოპერირება. როგორც კახა კალაძემ ბრძანა, 10 აპრილიდან მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს „სითი პარკს" და პარკირების ოპერირება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ამ სფეროს უზრუნველსაყოფად ვერ ვხედავთ. მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აიღებს. „სითი პარკის" შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი კომპანია იტოვებდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემოსავლები გენერირდებოდა თბილისის ბიუჯეტში. ყველა შემოსავალს სხვადასხვა განაწილების მეთოდი ჰქონდა. ჯამური შემოსავლების დაახლოებით 40% მიდიოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, 60% კომპანიის ანგარიშზე", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner