logo_geo
eng_logo
„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შეძენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებენ
- +

13 მარტი. 2018. 14:08



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სილქნეტის" მიერ „ჯეოსელის" 100%-ის წილის შეძენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.


აღნიშნულ საკითზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.


კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგები, სადაც შეფასებულია როგორც ბაზარზე არსებული ვითარება, ასევე კონკურენციის პირობები.


რა ვალდებულებებს დააკისრებს კომუნიკაციების კომისია კომპანიებს აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების სანაცვლოდ, ამის შესახებ კომისიის სხდომაზე დღეს გახდება ცნობილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner