logo_geo
eng_logo
ვახტანგ შაქარიშვილი: პარკირების სისტემის ადმინისტრირება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება
- +

13 მარტი. 2018. 14:10



„თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკისთვის" ხელშეკრულების შეწყვეტა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილმა გააკეთა.


როგორც დეპუტატი განმარტავს, ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან ამავე ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტების დარღვევის გამო შეწყდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევს.


ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, გარდამავალ პერიოდში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს და ამ პერიოდში  პარკირების სისტემის ადმინისტრირების სტრატეგია შემუშავდება.

 

„სტრატეგია, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოსახლეობას შესთავაზებს, გაცილებით უფრო ეფექტური, სამართლიანი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება. მთავარია პარკირების სისტემის ადმინისტრირება მოხდეს ისე, რომ მოძრაობის სისტემის ყველა მონაწილის უფლებები და პოზიციები გათვალისწინებული იყოს", - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.


მისი თქმით, კომპანია „სითი პარკი" მხოლოდ კერძო ინტერესით მოქმედებდა და ნაცვლად იმისა რომ მოეწესრიგებინა საპარკინგე ინფრასტრუქტურა, ორიენტირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების დაჯარიმებაზე რათა მიეღო მეტი შემოსავალი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner