logo_geo
eng_logo
ლევან ჯაფარიძე: ძალიან მალე, თბილისი იქნება მოწესრიგებული და მაღალი სტანდარტების მქონე ქალაქი
- +

13 მარტი. 2018. 14:40




ქალაქის უკეთესი მომავლისთვის საჭიროა მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეფექტიანი სისტემა, რომელიც ნელ-ნელა გადაჭრის პარკირების პრობლემას, შეიქმნება მეტი პარკირების ადგილი, დაიხვეწება სატრანსპორტო სისტემა და ამასთან დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლება", - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაფარიძემ აღნიშნა, „სითი პარკი" არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და სწორედ ამიტომ გადაწყდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა.

 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მერიის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა.

 

ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული თბილისელისთვის, თვალსაჩინო იყო აღნიშნული კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედება.  ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი პარკირებაა, რასაც კომპანია თავისი ვალდებულებების არასათანადო შესრულების გამო ვერ აწესრიგებდა და მეტიც, არაერთხელ გვინახავს მათ მიერ მოქალაქეების უფლებების შელახვა.

 

ქალაქის უკეთესი მომავლისთვის საჭიროა მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეფექტიანი სისტემა, რომელიც ნელ-ნელა გადაჭრის პარკირების პრობლემას, შეიქმნება მეტი პარკირების ადგილი, დაიხვეწება სატრანსპორტო სისტემა და ამასთან დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლება.

 

მინდა წარმატება ვუსურვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე „სითი პარკის" ფუნქციებს განახორციელებს.

 

ვიმედოვნებ ძალიან მალე, თბილისი იქნება მოწესრიგებული და მაღალი სტანდარტების მქონე ქალაქი, რასაც თითოეულმა ჩვენგანმა ერთად უნდა მივაღწიოთ.

 

ყოველთვის ვიქნები მზად, მივიღო მონაწილეობა ყველა იმ პროექტში, რომელიც თბილისის განვითარებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner