logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი: თავის დროზე, „სითი პარკთან“ ხელშეკრულება კერძო მერკანტილური ინტერესების შესაბამისად დაიდო
- +

13 მარტი. 2018. 15:30




საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, თავის დროზე, „სითი პარკთან" ხელშეკრულება კერძო მერკანტილური ინტერესების შესაბამისად დაიდო.


„მივესალმები თბილისის მერიის გადაწყვეტილებას „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას გვაწუხებს თბილისში გაუსაძლისი საცობები და უკონტროლო სამანქანო მოძრაობა, ასევე პარკირება. თბილისის მერია მუშაობს კომპლექსურ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს და გააუმჯობესოს რიგითი თბილისელების გადაადგილების ყველანაირი საშუალება. წლების განმავლობაში "სითი პარკს" კაბალური ხელშეკრულება ჰქონდა მერიასთან, რომელმაც ვერ უზრუნველყო პარკირების დარეგულირება. მერიის ინიციატივით, თბილისში შემოდის ასობით ახალი ავტობუსი, რეგულირდება ტაქსების ლიცენზირების საკითხი, დაემატა ახალი მეტროსადგური, ახალი სამარშუტო ხაზები და სხვა მრავალი ქმედითი ღონისძიება. ჩემი აზრით, პოზიტიური ცვლილებები, რომელიც თბილისში სატრანსპორტო კუთხით ვითარდება და იგეგმება „სითი პარკი" ვერანაირი სტანდარტით ვერ პასუხობს. ეს ხელშეკრულება თავის დროზე კერძო მერკანტიული ინტერესების შესაბამისად დაიდო და არ იყო თბილისელების ინტერესებზე მორგებული", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner