logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?!
- +

13 მარტი. 2018. 18:23


 

 „თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?! თქვენ გგონიათ გამოიჭირეთ ზაზა შათირიშვილი", - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მალაფერიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ზაზა შათირიშვილმა არ იცოდა, რამდენია მაუწყებლის ბიუჯეტი.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" კანონი ისე გადიოდა, რომ ეს არავინ იცოდა საერთოდ. გარკვეული ციფრია. მერე რა, რას გაძლევთ?! ეს არის ისეთი რამ, რომელიც შეიძლება ერთ წუთში იცოდე. თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?! მოხვალ, ჩაიხედავ საბუთებში, ღიაა ეს ყველაფერი. შენ როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას, ეს უნდა იცოდე და არა ის, რამდენი ციფრია და რამდენი ლარია. თქვენ გგონიათ მე ყველაფერი მახსოვს, თუ რაზეა საუბარი?! თქვენ გგონიათ გამოიჭირეთ?!" - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


რაც შეეხება შათირიშვილის პოლიტიკურ სიმპათიებს, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ არც სხვა კანდიდატები არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები.

 

„კომისიის წევრების რაღაც ნაწილს გადავხედე. ნამდვილად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები. ამ 14 -დან ერთი 7 კანდიდატს არა მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიები აქვს, არამედ პოლიტიკური აქტივისტები არიან", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


ამ წუთებში "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner