logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს ისე დავარეგულირებთ, რომ ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს
- +

13 მარტი. 2018. 19:45



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მსხვილმა საერთაშორისო კომპანია „იტალ ტელეკომმა" ქართული მსხვილი კომპანიისგან ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო.


ბექაურის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე შემოსვლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების ათეულში შემავალ კომპანიებს სურთ, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებს დაწევს.


„თანდათან ჩვენ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაქსიმალური, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს თანდათან, სწრაფ ტემპებში", - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.


კახა ბექაურმა ჟურნალისტების კითხვაზე, ქართული კომპანიების მხრიდან ხომ არ ყოფილა ხელოვნური ხელშეშლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რომ ამას კომისია არ დაუშვებს.


„მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამივე მსხვილი კომპანია აწარმოებს და ერთ-ერთისგან ძალიან კარგი შეთავაზება აქვს „იტალ ტელეკომს". თუ რაიმე პრობლემა იქნება, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას იტყვის", - განაცხადა ბექაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner