logo_geo
eng_logo
„არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია!“ - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს!
- +

13 მარტი. 2018. 22:56



კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.


„გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან იყვნენ თუ არა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზგაყვანილობის შემოწმებაზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები.

 

უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.

 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს და ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner