logo_geo
eng_logo
პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებების თანახმად, გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალი იზრდება
- +

14 მარტი. 2018. 12:05



„მოგეხსენებათ, რომ უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება პროექტი „დანერგე მომავალი". ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი  - საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


„სახელმწიფო აფინანსებს 70 %-ს ნერგების საფასურს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50%-იანი გრანტი გათვალისწინებული. დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებ ორ ახალ კულტურას : სუფრის ყურძნის, წარმოებას -  ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ეს არის სუფრის ყურძნის ჯიშები და ასევე, ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოს, საქართველოში კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფისტას წარმოების.

 

ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს, თითქმის, მთლიანად იმპორტით შემოდის საქართველოში.

 

მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად", - განაცხადა პრემიერმა.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner