logo_geo
eng_logo
მამაკაცი, რომელსაც მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
- +

14 მარტი. 2018. 14:33



თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „დიდუბეში" მომხარ ინციდენტს ეხმაურება:

 

თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა.

 

გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

 

უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner