logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მანქანებს შეიძენს
- +

14 მარტი. 2018. 14:40


 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც გულისხმობს ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შეძენას.


მისივე თქმით, თანხის ერთი ნაწილი მიმართული იქნება ხანძრების საწინააღმდეგო ტექნიკის შესაძენად და მეხანძრეების გადასამზადებლად, ხოლო მეორე ნაწილი ჩვეულებრივი სახანძრო-სამაშველო ავტომობილების შესაძენად.


„რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც გულისხმობს ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შეძენას. ამ ტენდერის მიზანია, რომ ჩვენ უკვე იმ ადგილებში, სადაც ტყის ხანძრების რისკია და სადაც მოსალოდნელია, რომ ეს პრობლემა შეიქმნას, მზად ვიყოთ და გვქონდეს გადაიარაღებული ტექნიკა და გვყავდეს გადამზადებული მეხანძრეები. ესაა თანხის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი მიმართული იქნება ჩვეულებრივი სახანძრო-სამაშველო ავტომობილების შესაძენად. ამ თანხიდან ვერტმფრენის შეძენაზე საუბარი არაა. ეს არის იმისთვის, რომ პირველ რიგში ტყის ხანძრებზე რეაგირებისთვის მზადყოფნა იყოს და მეორე მხრივ, ზოგადად ავტოპარკის განახლება დავიწყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მომავალ წელს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის 20,0 მლნ ლარია გათვალისწინებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner