logo_geo
eng_logo
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა მწვანედ განათდა
- +

17 მარტი. 2018. 21:09



წმინდა პატრიკის დღე დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისის ანძა მწვანედ განათდა. წმინდა პატრიკის დღე მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება.


წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში და მონტსერრატში. ის ასევე ფართოდ აღინიშნება ირლანდიური დიასპორის მიერ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. „მწვანედ განათების" აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება.


დღესასწაულზე მსოფლიო ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის ტურიზმის სააგენტოს ინიციატივის Global Greening-ის ფარგლებში ხორციელდება. როგორც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შორის მეგობრობის სიმბოლოა, რაც ირლანდიას აძლევს არსებული ურთიერობების გაღრმავებისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.


წმინდა პატრიკი - ქრისტიანი წმინდანი, ირლანდიისა და ნიგერიის მფარველი. თაყვანისცემა გავრცელებულია კათოლიციზმში, ასევე პროტესტანტულ მიმდინარეობებში (მაგალითად, ანგლიკანურ, პრესვიტერიანულ და ლუთერანულ ეკლესიებში).


წმინდა პატრიკს უამრავი ტაძარი და ეკლესია მიუძღვნეს მთელ მსოფლოში, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი არის - დუბლინის წმინდა პატრიკის ტაძარი, აშენებული 1191 წელს.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner