logo_geo
eng_logo
გუდაურში დაშავებული ხუთი პაციენტი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს
- +

18 მარტი. 2018. 11:55



გუდაურში 16 მარტს დაშავებული ხუთი პაციენტი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს. მათგან ერთის გაწერა დღეს იგეგმება.


ოთხი პაციენტიდან სამი მსუბუქი დაზიანებით განაგრძობს მკურნალობას, ერთი, რომელსაც ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.


კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. რვა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს - შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში". ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner