logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
- +

21 მარტი. 2018. 16:56



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

„21 მარტს მესაზღვრის პროფესიული დღე აღინიშნება. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ძალებს, თითოეულ მესაზღვრეს!

საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ურთულესი და ძალიან საპატიოა მისიაა, რასაც ჩვენი ქვეყნის გუშაგები თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან.

მადლობას ვუხდი ყველას გაწეული სამსახურისთვის. მშვიდობასა და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მესაზღვრეებს", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner