logo_geo
eng_logo
თბილისის მერია წერეთელზე ცალმხრივი მოძრაობის შემოღებას უარყოფს
- +

22 მარტი. 2018. 13:34



თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირი ცალმხრივი უნდა გახდეს. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გზების მოწყობა და ისეთი დატვირთული და მნიშვნელოვანი, როგორიც წერეთლის გამზირია, აუცილებლად მოწესრიგდება, თუმცა ორმხრივი მოძრაობის ცალმხრივით შეცვლა არ იგეგმება.


შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აკაკი წერეთლის გამზირზე შალიკაშვილის ხიდიდან (ყოფ. დიდუბის ხიდი) „სამთო ქიმიის" შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გეგმავს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner