logo_geo
eng_logo
ქობულეთში მესამეკლასელ ბავშვს, სავარაუდოდ, ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშს სთავაზობდნენ
- +

22 მარტი. 2018. 15:15



„ქობულეთში, სოფელ ლეღვაში არასრულწლოვანს საშიში ინტერნეტ თამაშში ჩართვას სთავაზობდნენ", - ამის შესახებ მოზარდის მშობლებმა სამართალდამცველებს აცნობეს.


ოჯახის წევრების თქმით, მესამეკლასელ ბავშვს ტელეფონით დაუკავშირდნენ და ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშს სთხოვდნენ.


აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის დირექტორის, მანონი მამულაიშვილის განცხადებით, მესამე კლასის მოსწავლე, სკოლაში ორი დღეა არ გამოცხადებულა. მისი თქმით, მოსწავლის მშობლებთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია და სხვა დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner