logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, 110 ძირი ხის მოჭრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
- +

22 მარტი. 2018. 15:19



თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, 110 ძირი ხის მოჭრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


„უკანონო ჭრებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოვლინდა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. სავარაუდოდ, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, როგორც იცით, კომპანიის მიერ უკანონოდ გაიჩეხა 110 ძირი ჯანსაღი ხე. გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და მასალები გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.

 

რაც შეეხება ზოგადად, ელექტროგადამცემ ხაზებს და მათი უსაფრთხოდ ფუნქციონირების საკითხს, ჩვენი კანონმდებლობით, ასევე ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ, ასევე მიმდებარე ზონაში არ უნდა იყოს ნარგავები, რადგანაც ნარგავებმა ამ ხაზების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას ხელი არ უნდა შეუშალოს. შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზების ქვემოთ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ფაქტი, რომელიც გუშინ დაფიქსირდა და გაჩეხა 101 ძირი ფიჭვი და სხვა ჯიშის ხეები, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჩეხვა იმ ადგილას, სადაც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო ჭრა, რადგანაც საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ სამართალდამცავ უწყებას გადაუგზავნა", - განაცხადა ბითაძემ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ „სახელმწიფო ელექტროსისტემამ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მუხათწყაროს გზაზე ხეები ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner