logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
- +

22 მარტი. 2018. 18:29



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, პოეტი დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.


„წელს დათოს პროფესიულ ასპარეზზე ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება, მათ შორის მინდა, ვთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დათო მაღრაძე  ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


ეს განცხადება გიორგი შარვაშიძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააკეთა, სადაც დავით მაღრაძეს იტალიის რესპუბლიკის სოლიდარობის ორდენი გადაეცა.


როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარდგენილია, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებული და თსუ-ს საზოგადოების გამგეობის წევრი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner