logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სამძიმარს უცხადებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს
- +

22 მარტი. 2018. 19:35


 

„საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" მწუხარებას გამოთქვამს ცხინვალში მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს", - ამის შესახებ ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ფრაქციის წევრების განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქის სიცოცხლე არის ფასდაუდებელი ღირებულება, რომელიც დაცული უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

 

„მომხდარ ტრაგედიაზე, რომელმაც გამოიწვია ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა,  აუცილებელია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება მაღალი სტანდარტის მექანიზმებითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

 

ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი არჩილ ტატუნაშვილის თავგანწირვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ერი ვერასდროს შეეგუება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და საოკუპაციო რეჟიმის არსებობას. სწორედ ამიტომ, ეს ტრაგიკული ფაქტი და მისი თანმდევი მოვლენები  არის ნათელი გზავნილი როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე, სრულიად საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისათვის და შეძლებს არსებული კონფლიქტის მოგვარებას სამშვიდობო პოლიტიკის გატარების გზით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner