logo_geo
eng_logo
სფეროები, რომლებშიც ყველაზე არაკომპეტენტური კადრები მუშაობენ!
- +

1 აპრილი. 2018. 22:48



დასაქმებული პერსონალის კომპეტენტურობა, გამოკითხულ საწარმოთა უმეტესობის მიერ თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი შეფასდა, როგორც თავის საქმეში კომპეტენტური.


ამის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.


ანგარიშში გამოყოფილია ის სფეროები, სადაც საწარმოთა შეფასებით, ყველაზე არაკომპეტენეტური ადამიანები მუშაობენ.


კერძოდ, საწარმოებში დასაქმებულთაგან ყველაზე არაკომპეტენტურობით გამოირჩევიან შემდეგ პროფესიულ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები: სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სპეციალისტ-პროფესიონალები, სპეციალისტ-პროფესიონალები განათლების სფეროში, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სფეროს დამხმარე პერსონალი, კომერციული მომსახურების აგენტები და სავაჭრო ბროკერები, ტურისტული სააგენტოს მოსამსახურეები, ბაზარზე ორიენტირებული მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების  მწარმოებლები.

 

„დამსაქმებელთა უმრავლესობა (42.6%) პროფესიულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად უმრავლეს შემთხვევაში არ ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს (მათ შორის ყველაზე მაღალია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორის წილი 61%). დიდია იმ საწარმოების ხვედრითი წილიც (35.6%), რომლებიც დამატებით ტრენინგებს ატარებენ. აღსანიშნავია, რომ პრობლემების დასაძლევად ახალი კვალიფიციური კადრის აყვანას ახორციელებს საწარმოების 12.2%, ხოლო სამუშაო პრაქტიკის შეცვლას მიმართავს ორგანიზაციების 9.6%," - ვკითხულობთ ანგარიშში.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×