logo_geo
eng_logo
ოლიმპიადაზე, ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს!
- +

29 აპრილი. 2016. 12:43

 

 

თბილისში, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 400-ზე მეტმა ახალგაზრდა გამომგონებელმა მიიღო და საერთო ჯამში, დედაქალაქს 30 ქვეყნის დელეგაცია ეწვია. 

ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში „თბილისი მოლში" მიმდინარეობდა, სადაც 150 სხვადასხვა პროექტი და სტენდი იყო წარმოდგენილი. ჟიური დეტალურად ეცნობოდა გამოფენილ ექსპოზიციებს, ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. ჟიურისთან ერთად დამთვალიერებლებსაც ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ თითეული ქვეყნის კუთხეს, კულტურასა და თავად ინოვაციურ გამოგონებებს. საინტერესო და შთამბეჭდავი ნოვატორული გამოგონებების გარდა, უცხოელი სტუმრები დამთვალიერებლებს საკუთარ ქვეყანასაც აცნობდნენ.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს. 

 

 

 

ოლიმპიადის მიზანია, ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიეცეთ საშუალება, საკუთარი გამოგონებები რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×