logo_geo
eng_logo
საქართველოში NATO-ს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა
- +

16 აპრილი. 2018. 14:52

 

 

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

 

როსარია პულისმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე  საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული, 200-ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო.

 

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

საქართველოში NATO-ს დღეებთან დაკავშირებით, სტუმრებისთვის შავ ზღვაზე საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა. საზღვაო წვრთნის მიზანი იყო სააბორდაჟო ჯგუფების ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, სწრაფად ცვალებად გარემოში დროული და სწორი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა და მზადყოფნის შემოწმება. სწავლებაში, შიდაუწყებრივი ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით,  ჩართული იყო სასაზღვრო ავიაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner