logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ითხოვს
- +

16 აპრილი. 2018. 21:33

 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თამარ ავალიანის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს.

 

„დღის პირველ ნახევარში ჩვენ შევხვდით საქმის პროკურორს, გამომძიებლებს და საგამოძიებო ჯგუფს, ასევე, საოლქო პროკურორს. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ველით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ პროკურატურაში განგვიცხადეს და ჩვენც ვიცით, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, შესაძლოა გართულდეს სიკვდილის მიზეზის სრულყოფილი შედეგის დადგენა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ გამომძიებლებს ვუთხარით, რომ ვითხოვთ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვნახეთ, რომ ცხინვალის მხარეს არ გადმოუცია ქართული მხარისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია. ქართველმა სამართალდამცველებმა და გამომძიებლებმა მზაობა გამოთქვეს ჩვენთან, რომ ისინი სამომავლოდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

 

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ასევე არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის გაეცნო მხოლოდ საქმის მასალებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner