logo_geo
eng_logo
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
- +

16 აპრილი. 2018. 23:19

 

 

 

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

 

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილის მამამ ზვიად გამრეკელაშვილმა განაცხადა, მისი შვილიშვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, ჯერჯერობით ოჯახი ბავშვების ნახვისგან თავს იკავებს.

 

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner