logo_geo
eng_logo
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

17 აპრილი. 2018. 13:34

 

 

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით განაგრძობს საგაზაფხულო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე  ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება - გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner