logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ვიშ… ახლა მაგაზე მადარდეთ კიდევ, რა!
- +

24 აპრილი. 2018. 20:11

 

 

ერთ ფილმშია, ამ ბიჭსა საქმე რო არაფერი ჰქონდეს, ყორეს დაანგრევს და ხელახლა ააშენებსო, დაახლოებით ეგეთი ერი ვართ – ოღონდ ყორეს ვეღარ ვშლით და ვაშენებთ… სამაგიეროდ, შეგვიძლია, საქმე რო არაფერი გვაქვს, სადღაც შავი ადამიანი გამოვნახოთ, რომელსაც ქართველი ქალი ცოლად მისთხოვებია და ავტეხოთ ერთი ამბავი: სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა!..

 

რატომაო, როგორაო, რანაირადაო, კაცოოო… როგორ შეიძლება, ქართველი მუქ კაცს გაჰყვესო? აი, აქ კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შოთა გორგოძის სიტყვები მახსენდება, მომიტინგეებს რომ უთხრა: “დემოკრატია გინდებალრიენ? პაჟალუსტა”! ჰოდა, თუ დემოკრატია და საზღვრების გახსნა გინდებლარიენ, ერო, მაშინ იმასაც უნდა შეეგუო, რომ ვიღაც შენი ტომელი ან შავს გაჰყვება, ან ლურჯს, ან კიდევ ყვითელს!

 

უკაცრავად, ვიღაცა მუქ ლურჯ კაცს გაჰყვეს, ისიამოვნოს, ცხოვრება აიწყოს, მუქი შვილები აჩინოს, სადღაც ვარსკვლავები წყვიტოს და მე (ჩვენ) აქ გული გავიხეთქო ნერვიულობით, არიქა, გადავჯიშდებით-მეთქი? ვისაც გადაჯიშება უნდა, გადაჯიშდეს, „პაჟალუსტა”, ოღონდ გამატარეთ, რათა საკუთარ ცხოვრებას მივხედო (მივხედოთ). შეეგუეთ, ნუ დასძრახავთ, ყველას თავისი გზით გაუმარჯოს!

 

მოგვიანებით ახლა იმაზე აყაყანდნენ, ეგ ქალი, ზანგს რომ გაჰყვა, „პუტანკა” ყოფილაო. აუფ, ყოფილა და იყოს, მერე რა? ეტყობა, იმ შავ ადამიანს ეგეთი „ევასება”. ვიიიშ… ახლა მაგაზე მადარდეთ კიდევ, რააა! 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner