logo_geo
eng_logo
კახა კალაძე მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს
- +

25 აპრილი. 2018. 10:57

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.

 

დედაქალაქის მერმა გამგებლებს დღეს ამ ინიციატივის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა.

 

„ყველა რაიონში და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით  სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner