logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ქაჯი კიმ ჩენინა, ანუ რხევაი საკვირველი...
- +

1 მაისი. 2018. 20:59

 

როდესაც ნაპროკურორალმა ნიკოლოზ გვარამიამ გამოაცხადა, „რუსთავი 2”-ზე მე და „კვესო” (ეკა კვესიტაძე) ახალ გადაცემას ვიწყებთო, გავიფიქრე, თფილისელი კიმ ჩენინა ახალ ქაჯობას დადგამს ეთერში და ერთი მაგრად გვაცინებს-მეთქი, მაგრამ თუ ასეთ ზექაჯობას დადგამდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი – თურმე არც გოიმობას ჰქონია საზღვარი საქართველოში.

 

მოკლედ, წამოჯდა გვარამია პირდაპირ ეთერში თავისი კიმ ჩენინური ვარცხნილობა-ჰაბიტუსით, მოისვა გვერდით „კვესო” თავისი კვნესური ხმითა და შეუბერეს… ისაო, კვირიკაშვილი არარაობააო, ირაკლი ღარიბაშვილიც არარაობა იყო-ვო, ამ ხელისუფლებაში ყველა არარაობაა და საერთოდ, მიშას მერე დედამიწის ზურგზე ყველა და ყველაფერი არარაობააო. რასაკვირველია, „კვესომ” კვერი დაუკრა თავისი კვნესარე ხმითა – მაშ, მაშ, სწორედაც რო ეგრეა, შენი კვნესამეო.

 

ეს კიდევ არაფერი… კიმ ჩენინამ ჯილიეტოვიჩი (გიორგი გაბუნია) დაიბარა სტუდიაში და პასუხი მოსთხოვა: შენაო, წინა გადაცემაში რატომ თქვი, რხევა და ნძრევაო? იმან, იმ ჯულიეტოვიჩმა „გენიოსურად” უპასუხა – იმიტომ, რომ რხევა და ნძრევა სინონიმებიაო. ნუ, ეხლა გვარამიაც რომ გენიოსურად უპასუხებდა, ხომ იცით? ჰოდაო, დღეიდან ამ სტუდიაში იწყება რხევა და ნძრევა, ოღონდ რომელი ვართ რხევა და რომელი – ნძრევა, ჯერ არ ვიცითო. „კვესომ” იგრძნო, რომ საქმე რაღაც ისეთს ეხებოდა და ამოიკვნესა – მე აქ არ ვარო. ჰმ… შენ სულ აქ ხარო, – დაადო ბეჭედი გვარამიამ.

 

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და კიმ ჩენინას ახალ გადაცემას ჰქვია „რხევა და ნძრევა”, უკეთესს ვერც ვერავინ მოიფიქრებდა, ეს მხოლოდ მისი პატენტია. ისე, რაღა დაგიმალოთ და… განა „რუსთავი 2”-ის ყველა გადაცემა რხევა არაა? უბრალოდ, თვითონ რომ აღიარებენ, მაინც სხვაა!

 

გელა ზედელაშვილი

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner