logo_geo
eng_logo
დაცხა და ქალბატონმა მეგუშმა ისევ აიწყვიტა!
- +

7 მაისი. 2018. 23:18

 

 

მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ღამის კლუბი „ბასიანი” მისი არ არის და საერთოდ აკავშირებს, მიხას ფანმა მეგი გოცირიძემ ქოში კვლავ უკუღმა ყარა და facebook-ში ასეთი სისულელე დაწერა (მანამდე ამტკიცებდა, რომ „ბასიანი” ბერა ივანიშვილის საკუთრება იყო):

 

„ბერა, დამშვიდდი შვილო, წინ დიდი ნერვიულობა გელის, მამას შენი თანადგომა დასჭირდება, მატროსოვზე სტაფილოს წვენის შეწოდება, ბროწეულის ოყნები და ნიცშეს კრიტიკის შეგზავნას დიდი ნერვები და ენერგია ესაჭიროება, ვიცი ადვილი არ იქნება და ამიტომ აქედანვე გითანაგრძნობ, შვილები მშობლების დანაშაულებზე პასუხს არ აგებენ , პასუხს მხოლოდ დამნაშავეები აგებენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე როგორც მშობლები, ასევე შვილები…

მუდამ შენი მეგი“.

 

როგორც ხედავთ, დაცხა და ქალბატონმა მეგუშმა ისევ აიწყვიტა. კიდევ კარგი, იარაღი ჩამორთმეული აქვს, თორემ მარტო ივანიშვილებს კი არა, მათ მხარდამჭერებსაც თვალის დაუხამხამებლად დახვრეტდა. არააა… ქალი უმიხობას ასე გაებოროტებინოს, მე არასოდეს მინახავს. ნუ, ეხლა, აიწყვიტა და აიწყვიტა, ეგეც არაფერი, ცოტა აგრილდება ნოემბერში და დაწყნარდება… ახლა მთავარია, ხელი არ შეუბრუნოთ, უბრალოდ ზოლებიანი ხალათი ჩააცვით და შთააგონეთ, რომ მიხა მალე ჩამოვა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უკვე დაპატიმრებულია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner