logo_geo
eng_logo
მსახიობ ბაადურ წულაძეს ხვალ, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
- +

16 მაისი. 2018. 14:15

 

ქართველ მსახიობს, კინორეჟისორსა და სცენარისტს ბაადურ წულაძეს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე, გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალავენ.

 

პანაშვიდები დღეს იოსელიანის ქუჩა 37–შიგაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ ბაადურ წულაძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 13 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

იგი საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო.

 

ბაადურ წულაძეს შესრულებული აქვს 50-ზე მეტი კინოროლი. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner