logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არნახული მასშტაბის შეტევა მიმდინარეობს
- +

16 მაისი. 2018. 15:32

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა“, – ამის შესახებ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ შეტევის ინიციატორები რიგი არასამთავრობოები და მათი ხელმძღვანელები არიან.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოტენციაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომლის სათავეშიც არ დგას მწვანე სიმბოლო, დოლარი ან ლარი, მანეთი, ან იენი, პასუხისმგებლობა, რომელიც დგას მის წინაშე, არ არის კავშირში პირდაპირ ფულთან. საზოგადოებრივ მაუწყებელს არავინ არ სთხოვს ფულის შოვნას, ისე როგორც პატრონები თხოვენ საკუთარ ტელევიზიებს, რომლისთვისაც იყენებენ გამუდმებულ სკანდალებს, ჭორაობას, ცილისწამებას, რაც თითქოსდა საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ვინ უტევს საზოგადოებრივ მაუწყებელს? საზოგადოებრივ მაუწყებელს უტევს კაპიტანი გიგაური, ე.წ. იურისტთა ასოციაციები, ვინც არასამთავრობოებს უწოდებენ საკუთარ თავს. არ დარჩა არც ერთი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ მნიშვნელობის საკითხი, რომელშიც არათუ ჩარეული იყვნენ, არამედ ყველაფერს ცდილობენ, რომ ზეგავლენა იქონიონ, ყველაზე ნიშანდობლივი და ყველაზე სამარცხვინო შემთხვევა ჩვენთვის იყო, როდესაც ეს კასტა ყველაფერს აკეთებდა, რათა მოსმენების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ ქართველ სამართალდამცველებს, არამედ ჰქონოდა თურქულ და რუსულ კომპანიას, ვგულისხმობ “ბილაინსა” და „ჯეოსელს”.

 

„ეს შენ გეხებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არქივის ნაწილი, (ციხეებში წამებას, პირად ცხოვრებაში ჩარევას, ვგულისხმობ), რომელიც საქართველოში იყო, განადგურებულიყო. თუმცა აქ არიან ჩემი კოლეგები, ოპერატორები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ პირველს რასაც აკეთებს ნებისმიერი პროფესიონალი, როცა მასალას გადაიღებს და ბრუნდება ტელევიზიაში, თუ კინოსტუდიაში, აკეთებს მასალის დუბლირებას, რომ მასა არ გაფუჭდეს. ბუნებრივია, ის არქივები, ყველა იყო დუბლირებული. ვხედავთ, რომ ხან უკრაინაში, ხან სად, ხან სად ეს მასალები ზედაპირზე გამოდის. ადრეც ვთქვი, მე უკრაინაში შემომთავაზეს იმ მასალების ყიდვა, სადაც პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა იყო დაფიქსირებული. ყველაფერს აკეთებდნენ ეს ადამიანები – ლაშა ტუღუში, თემურ ქორიძე, ნინო ლომჯარია, მაგათი ლიდერი კაპიტანი გიგაური, ყველაფერს აკეთებდნენ რომ ეს განადგურებულიყო”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავას თქმით, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვითარდება.

 

„დღეს მიდის შეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ამბობენ, რომ საშინელ კრიზისშია, ნადგურდება. აქამდე ხომ აყვავებული იყო კინწურაშვილის ან ჭანტურიას ხელში, პირდაპირ იმდენი სიკეთე მოჰქონდა საზოგადოებისთვის, რომ დავიღალეთ ამ სიკეთისგან. ახლა არის დიდი კრიზისი – ამ განცხადებებს აკეთებენ კაპიტანი გიგაური და მაგათი მოდგმა. ამ დროს ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. 63 წლის ვარ და ეს ტელევიზია მახსოვს 16 წლიდან და ასეთი ნიუსრუმი, როგორიც დღეს აქვს, არასოდეს ჰქონია მაუწყებელს. ვფიქრობ, რომ ბევრ წარმატებულ არხს დღეს ასეთი ნიუსრუმი არ აქვს. იმ გადაცემების ციკლი, რომელიც ახლა გადის მაუწყებელზე, მეტყველებს, რომ არხი ვითარდება. რამდენად შეძლებს ის თავისი ადგილის პოვნას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც არავინ არ სთხოვს სიცრუეს, სიყალბეს, გაუთავებელ სკანდალებს, რომლის მართვაც შეუძლია საზოგადოებას. ამისთვის არჩეული უნდა იყოს ბორდი – ეს არის შეტევის მეორე მიმართულება და ამ დღეებში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ყველაფერი, ამასთან სახალხოდ მინდა განვაცხადო, მეამაყება, რომ ზაზა შათირიშვილის მეგობარი ვარ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილგონიერი, წესიერი, განათლებული წარმომადგენელი ქართული საზოგადოებისა და ბედნიერია ის ქვეყანა, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner