logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზას“ SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა
- +

16 მაისი. 2018. 16:00

 

„საქართველოს რკინიგზას“ SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა.საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება - შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს.

 

საქართველოს რკინიგზაუახლოეს მომავალში ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა.

 

ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34- მოთხოვნა ითვალისწინებს, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner