logo_geo
eng_logo
ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები „Black Sea Arena“-ზე გაჩერდებიან
- +

16 მაისი. 2018. 16:53

 

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გააჩერებს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„კერძოდ, 19 და 20 მაისს, ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენის ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე („ბლექ სი არენა“). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner