logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს
- +

16 მაისი. 2018. 19:07

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს.

 

„როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner