logo_geo
eng_logo
გურჯაანში გახსნილ სოციალურ საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან
- +

16 მაისი. 2018. 23:43

 

გურჯაანში სოციალური საწარმო "პურთა პურის" გაიხსნა, რომელშიც მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. საცხობი უსაფუარო, სვიაზე დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პურს გამოაცხობს, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

 

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის.

 

 „საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენი საწარმო ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების დასაქმებას. გარდა ამისა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ კახეთის მხარეს. პირველ ეტაპზე გურჯაანიდან დავიწყებთ, შემდეგ კი თუ დაფინანსება გვექნება, წარმოებას გავაფართოებთ. ჩვენი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ მარტოხელა მშობლების მხარდაჭერაა“,- უთხრა გამოცემა „სპექტრს“ თამარ სიბაშვილმა.

 

სოციალური საწარმო "პურთა პური" ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა“ და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებისა და პროექტის „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების, შესაძლებლობების გაუმჯობესება, მოწყვლადი დედებსა და ბავშვებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტს მხარს უჭერს საქარველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი "მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება".

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner