logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ეწვია
- +

16 მაისი. 2018. 23:44

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ჰასეგავა ტომონორი ესტუმრა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.

 

შეხვედრას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, ქალბატონი ინდირა ძაგანია ესწრებოდა.

 

რექტორმა ბატონ ჰასეგავას გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრება და მიმდინარე და ახალი პროექტების შესახებ ესაუბრა. ასევე მას ცნობილი ქართველი სპორტსმენი და უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორთაბრძოლებში მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ამირან ბიწაძე წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში იაპონიაში ცხოვრობდა და ასპარეზობდა.

 

სტუმარმა მოიწონა საქმიანობა და მიმართულებები, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ახლა ყალიბდება. საუბარში გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და მხარეები სამომავლო, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 

ვიზიტი სააქტო დარბაზში, სტუდენტებთან შეხვედრით გაგრძელდა. ბატონმა ჰასეგავამ სტუდენტებთან ისაუბრა იაპონიის ისტორიასა და გეოგრაფიაზე, კულტურასა და ადათ-წესებზე და სტუდენტების მიერ დასმულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

 

პრეზენტაციის დასასრულ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბატონ ჰასეგავა ტომონორისთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner