logo_geo
eng_logo
სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა
- +

17 მაისი. 2018. 16:14

 

 

სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ოჯახის სიწმინდის დღეს ჯვარი 55 წყვილმა დაიწერა.

 

მეუფე ნიკოლოზის ხელმძღვანელობით, მსახურება 10 მოძღვარმა ჩაატარა.

 

„სწორედ ოჯახის სიწმინდიდან იწყება ქვეყნის აღმშენებელობაც და ყოველი ადამიანის გადარჩენაც. ამ დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა“, -აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ.

 

მისი თქმით, ჯვარდაწერილ ოჯახებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

 

საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ორი წლის წინ პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით დაინერგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner