logo_geo
eng_logo
საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია მაისში დაიწყება
- +

17 მაისი. 2018. 16:53

 

 

საზაფხულო ბაღებში ბავშვების ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება. მსურველები რეგისტრაციის გავლას  ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge შეძლებენ.

 

საზაფხულო ბაღში ჩაირიცხებიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის ისინიც, ვინც არ არიან საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები. რეგისტრაცია  თავისუფალი ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. ჯამში, საზაფხულო ბაღებში 13 000 აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.  

 

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წელი 29 ივნისს დასრულდება, თუმცა, ივლისის თვის  განმავლობაში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.

 

„საზაფხულო ბაღები წარმოადგენს თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივ სოციალურ პროექტს. მისი მიზანია, რომ ოჯახებს, რომლებიც ივლისის თვეში ვერ გადიან ქალაქგარეთ, მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით“, - განმარტავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

 

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი და ბაღების ჩამონათვალი 18 მაისს გახდება ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner