logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: რეჟიმი, რასაც ჩვენ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შევთავაზებთ, აბსოლუტურად ადეკვატური იქნება
- +

24 მაისი. 2018. 12:25

 

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ბიზნესმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზრონ, რომ ქალაქში ავტომანქანების დიდი რაოდენობის პრობლემაა და ეს გამოწვევა უნდა დაიძლიოს.

 

„ცხელი ზაფხული გველის ამ კუთხით. კონსენსუსამდე შეიძლება ყველა საკითხზე ვერ მივიდეთ, მაგრამ მთავარია კონსენსუსი მიღწეულია თბილისის მოსახლეობასთან იმაში, რომ თბილისი არის ძალიან გადატვირთული, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კუთხით. ჰაერის დაბინძურება იქნება,თუ დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვერ გადავადგილდებით და ვერ ვარსებობთ ნორმალურად - ეს ყველაფერი დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან. ყველამ ერთად, ბიზნესმაც და სახელმწიფომაც ერთად უნდა გავიზარდოთ, რომ რაღაც ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი იმისთვის, რომ ეს ტვირთი დედაქალაქს შევუმსუბუქოთ და აქ ცხოვრება იყოს შესაძლებელი. ის რეჟიმი, რასაც ჩვენ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შევთავაზებთ, იქნება აბსოლუტურად ადეკვატური, მათ მინიმუმ 12-საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ და ეს პრაქტიკა ჩვენ არ მოგვიგონია. ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრაქტიკა არსებობს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner