logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა
- +

24 მაისი. 2018. 12:35

 

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების აქტი. დღეს გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა 143 მსჯავრდებული. აქედან 84 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 59 მსჯავრდებულს შეუმცირდა დარჩენილი საპატიმრო სასჯელი. შეწყალების კომისია 16-დან 19 მაისის ჩათვლით მუშაობდა. სულ განვიხილეთ 1347 მსჯავრდებულის საქმე“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

მისივე თქმით, ძალადობრივ დანაშაულებისთვის გასამართლებული მსჯავრდებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, რის გამოც კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმის განხილვა გადადო, თუმცა მათ კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner