logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
- +

24 მაისი. 2018. 13:35

 

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის, სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

 

„საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდში ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილების და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდში. საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მე პირადად მზად ვარ შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. ეს კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდში და მათი ინტერესების დამცველები“,- განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner