logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინის კომენტარი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე
- +

24 მაისი. 2018. 15:09

 

ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, ქართულ მხარესთან შეხვედრის დაწყებამდე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა და მას ტრაგედია უწოდა.

 

გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმე ტრაგიკული შემთხვევაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში არ განმეორდეს.

 

„დღეს ჩვენ ქართულ მხარეს ვხვდებით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განვიხილოთ. შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილავთ ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებს, ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად. მიხარია, რომ დღეს ეს სამუშაო შეხვედრა იმართება. არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კი მინდა განვაცხადო, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მსგავსი შემთხვევა რომ არ განმეორდეს. ხსენებული თემა ჟენევის დისკუსიების, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმის ფორმატშიც განიხილება, სადაც მონაწილეობას საქართველო, სამხრეთ ოსეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები იღებენ. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოიხსნას დღის წესრიგიდან“, – განაცხადა კარასინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner