logo_geo
eng_logo
დედაქალაქში 400 ძირი ჭადარი ირგვება
- +

24 მაისი. 2018. 16:04

 

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 400 ძირ, 3 მეტრზე მაღალ აღმოსავლურ ჭადარს რგავს.

 

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 100 ძირი, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილი) 197 ძირი, ერისთავის ქუჩაზე 5 ძირი, გურამიშვილი გამზირზე 16 ძირი, მოსკოვის გამზირსა და ქეთევან წამებულის გამზირზე 40 ძირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ძირი, კოსტავასა და ვარაზის ხევის ქუჩებზე 6 ძირი, ხოლო წერეთლის გამზირზე 15 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგვება.

 

გამწვანების სამუშაოები, რომელსაც შპს ,,გამწვანება 2016“ ახორციელებს, 31 მაისამდე დასრულდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner