logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: შალიკო, სინდისი შენ არ გაწუხებს და ნამუსი!
- +

9 ივნისი. 2018. 01:52

 

 

პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი ყოფილ თანამებრძოლს, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს მიმართავს:

 

„შალიკო ნათელაშვილმა დიდი ხანი უხერხულობის გრძნობა დაკარგა! მისთვის მთავარი მწვანე დოლარები და წითელი ევროებია! ამის გამო მოვშორდით 6 წლის წინ მთელი მისი მაშინდელი გარემოცვა, რადგანაც უთავმოყვარეო და ღირსებადაკარგულ ადამიანს „კაცი“ აღარ ეწოდება და არის თუ არა „ადამიანი“, ესეც საკითხავია!!!

 

შევეცდები, მოკლედ ავხსნა, რაც ხდება! მიშამ, როგორც ყოველთვის, ''მაშველ რგოლად'' მოუხმო და დანიშნა „რევოლუციის ბელადად“, თუმცა კარგად იცის, რომ შალიკო ნაბიჯს არ გადადგამს ანაზღაურების გარეშე, ამიტომ ვინმე კუპრავას მეშვეობით უკვე გადმოუგზავნა სულიერ ძმას 2 მილიონი ლარი მიტინგების მოსაწყობად. აქვე აღვნიშნავ, ორივემ წინასწარ იცის, რომ კრახი გარდაუვალია და როგორც სჩვევიათ, ორივე უკვე ფიქრობს ერთმანეთის „გადაგდებაზე“! „გარდაუვალი კრახი გამოიწვევს შოკს და ამისათვის მზადაა აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნები“. მიშა დააბრალებს შალიკოს და იტყვის, რევოლუციას ის ხელმძღვანელობდაო, შალიკო კი ერთ 100 000-ს დახარჯავს, დანარჩენს ბელას ანგარიშზე განათავსებს ავსტრიის ბანკში და იტყვის, რა ჩემო ბრალია, ახალაიები მოვიდნენ აქციაზე და ხალხი არ გამოვიდაო!!!

 

სხვათა შორის, პროკურორი გვარამია სამშობლოს ღალატისთვის რომ აპატიმრებდა და ვირთაგვასავით სარდაფში რომ ჩაძვრა კახეთში ერთ-ერთი ჟურნალისტის ოჯახში, ამ დროს მის ოჯახს ჩვენ ვდარაჯობდით, ვისაც დღეს უკანასკნელი სიტყვებით გვამკობს! ხოლო ახალაიებმა შემოუთვალეს, როგორც კი დაგიჭერთ, „დაგსკოჩავთ“ და „კასტილიანთან“ შეგაგდებთ, მერე ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, სიკვდილს ნატრობდე და სიკვდილსაც არ გაღირსებთო. მე მაშინ არ ვიცოდი, „კასტილიანი“ რას ნიშნავდა, თუმცა შემდეგ გავიგე, რას გადავარჩინეთ! მეორე დღესვე მის უწმინესობასთან (რომელსაც დღეს ლანძღვა-გინების კორიანტელი დაუყენა) მივედი თხოვნით, რათა დაეხსნა შალვა მისალოდნელი უბედურებისგან, ნესტან კირთაძემ ტელეფონით აიკლო ვაშინგტონი დაჟინებული თხოვნებით, კახა ძაგანია ნატოს წარმომადგენლობაში მივიდა, სადაც ნატოს გენერალიტეტი იმყოფებოდა ვიზიტად. პაატა ჯიბლაძე აშშ საელჩოს დაუკავშირდა და შედეგმაც არ დააყოვნა - შალიკოს დაეხსნენ და კასტილიანის სექსუალურ აქტს გადავარჩინეთ!!! ერთადერთი ვინც მაშინ არაფერში არ მონაწილეობდა, გახლავთ პატ. გუგავა! სამაგიეროდ ჩვენ უკანასკნელი სიტყვებით გვლანძღავს და მიშა, ვანო, გიგი, გიგა, დათა, ბაჩო, როლანდი, ნიკა, ნანუკა (სადარბაზოში დედა რომ აგინა და კიბიდან დააგორა) შეიყვარა!!!

 

აუუუუუუუუ! რა ძალა ჰქონია ფულს? ჰოდა, მიდი შალიკო, მიაწექი ცხოვრებას, სინდისი შენ არ გაწუხებს და ნამუსი, შუბლზე ძარღვი შენ არა გაქვს, მეგობარი შენ არ დაგრჩა და ამხანაგი, ნათელ-მირონი შენ აღარ გაწუხებს და სარწმუნოება! ხმის ჩახლეჩვამდე რომ გაჰკივი, ბიძინა ახალაიებს აფინანსებდაო, შენ არ იყავი, პრემიერად რომ ასახელებდი? მაშინ არ იცოდი ეგ ამბავი?.. იცოდი და ძალიან კარგადაც - არ გაგიკარა და ჭკუიდან გადახვედი, ხომ?

 

P.S. გული მწყდება მხოლოდ ერთ რამეზე, 62 წლისა ხდები და თავში 62 გრ. ტვინი აღარ შეგრჩა, ყველაზე დიდი და ერთგული მეგობრები მტრებად გაიხადე, რაც ჩვენ ყველას შენზე სიკეთე და ამაგი გვაქვს და შენ ბოროტებით გვიპასუხე, მტერს შეეკარი ბილწი ზავით და მიშას ნასუფრალი კონსერვის "ბანკებში" ჩარჩენილით ნარჩენები არჩიე ახალგაზრდობის წმინდა მეგობრობას, მთიული მაინც არ იყო, აფსუუუს! როგორ არცხვენ ვაჟკაც ბაზალეთის მოსახლეობას"!!!

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner