logo_geo
eng_logo
ჰონორარის გადაუხდელობის გამო ფირცხალავას ადვოკატმა თვითაცილება მოითხოვა
- +

9 ივნისი. 2018. 03:08

 

 

ადვოკატი კობა კობახიძე, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას იცავს, თვითაცილებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. როგორც კობახიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ფირცხალავამ ჰონორარი არ გადაუხადა.

 

„ადვოკატს უნდა ჰქონდეს თავისი მოტივაცია. მესმის, ციხეში თანხები ვერ მოიძიე. მე აქ მოვდივარ, დროს ვკარგავ, ოჯახი მყავს“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, ადვოკატის აცილება შესაძლოა პროცესის გაჭიანურებას უკავშირდება და ამას სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჰქონდეს.

 

ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე დღე ითხოვა, რათა თანხა მოიძიოს და ახალი უფლებადამცველი აიყვანოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner