logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გომბორზე ავარიის დროს დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
- +

9 ივნისი. 2018. 17:14

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებიდან თელავის კლინიკაში მკურნალობას ამ დროისთვის 20 ადამიანი აგრძელებს.

 

„თელავის კლინიკას სულ მომართა 23 პაციენტმა, მათგან 20 აგრძელებს მკურნალობას, სამი პაციენტი გადაყვანილია თბილისში. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ იყო, ახლობლებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ კლინიკას ყველა რესურსი აქვს, რომ პაციენტების მდგომარეობაზე იზრუნოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საბედნიეროდ, კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან არ არის.

 

„ზოგადად რომ ვთქვათ, მძიმე დაზიანებები არც ერთთან არ არის. საუბედუროდ, ავარიის დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვინც ახლა აქ კლინიკაშია, ამ დროის მონაცემებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლანდელი მდგომარეობით, გადაუდებელ დახმარებას მიეკუთვნება მათი მდგომარეობა და ბუნებრივია, საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner